ჩემპიონატი რომ გაიმართოს გამარჯვებული ვიქნები აბდაუბდა ბოდიალში…არასოდეს  მაქვს რაიმე გეგმა, საღამოს ყოველთვის ვიმზადებ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს რომ დილით არ დავაგვიანო სამსახურში , მაგრამ დილით იწყება უაზროდ ბოდიალი  ბინაში და საბოლოო ჯამში მაშინ გავდივარ სახლიდან, როცა უკვე სამსახურში უნდა ვიყო.

მერე ვთქვათ მინდა გავაკეთო დღეს რაღაც კონკრეტული და მივდივარ შემართებით, მივალ იქ ერთ თანამშრომელს რაღაცას წავეჭორავები, მეორეს მივეპარები და კისერში რაიმეს ჩავუგდებ… მერე რა თქმა უნდა ზომბივით ბილიარდის თამაშს დავიწყებ ონლაინში და მოდის ასე 6 საათი ამ ბოდიალში…იქიდან გამომავლიან ჩემსავით ბოდიალა ჩემი მეგობრები და მერე იწყება უსაშველო ბოდიალი სიტყვებით სად წავიდეთ?

არადა ვგრძნობ მიდის ცხოვრება, დრო მეპარება და რომ ვაცნობიერებ ხანდახან პანიკა მიპყრობს…

არადა ამის დედაც… ხვალე შეიძლება გადავბრუნდე და მოვკვდე და ამ გეგმებს შევალიო ჩემი ნერვები?…

უფალმა თქვა რომ დღევანდელი დღით იცხოვრეო და ხვალე რაღაცა იქნებაო…თუ რავიცი რაღაცა ესეთი წერია სახარებაში…

ხოდა, პრინციპში მკიდია ბოდიალა ვარ თუ გეგმაზომიერი..აი დარდი :boli:

აი ასე! საერთოდ ახალი ბლოგი გავაკეთე და დავემშვიდობე 2 წლის ნაწერებს. ამას წინათ გავხსენი ჩემი დაშბორდი და მინდოდა დამეწერა, მაგრამ მივხვდი რომ წერა მინდა, მაგრამ ასე აღარ… ძალიან დეპრესიული და რაღაც დებილობა რაღაცეებს ვწერდი…არ მინდა რა…ბლოგი ეგეთი არ მინდა, საერთოდ არ მინდა მახსოვდეს რა მტკიოდა და მწყინდა ხალხისგან..ისიც მეყოფა მეხსიერება რასაც მინახავს თავში…

ხოდაააა, გადავწყვიტე ახალი ბლოგი გამეკეთებინა, რომელიც სხვანაირი იქნება…ფორუმიდან, გადმოვიწერე ყველა ბლოგერის ლინკები და ჩავსვი და დავიწყებ სტუმრობას სხვა მეზობელ ბლოგებზე…

 

Hello World!

 

P.s.ეხლა სამსახურში ვარ მეზარება წერა, კიდევ მაქვს რაღაც-რაღაცეები მოსაყოლი, მაგრამ ზალიან მეზარება, მცხელა და მედზინება და საწერთოდაც სახლში მინდა რა :user:

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!